18 სექტემბერს ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და საზოგადოება ,,ბილიკი''-ს ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა/დისკუსია, რომლის მონაწილეები იყვნენ გორისა და კასპის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის სკოლების უფროსკლასელები.
2019 წლის 2 აგვისტოს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმოამდგენლები შეხვდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებსა და ჩორჩანასა და წაღვლის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს.
2019 წლის 25 ივლისს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა, ბათუმის მუნიციპალიტეტში ჩაატარეს ფოკუს - ჯგუფები, რომლის სამიზნე ჯგუფი იყო ადგილობრივი ლიდერი და მეწარმე ქალები, რომლებიც სარგებლობენ/არ სარგებლობენ ქალთა ოთახის სერვისით.
2019 წლის 26 ივლისს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩაატარეს ფოკუს - ჯგუფი, რომლის მონაწილეები გახდნენ ადგილობრივი ლიდერი და მეწარმე ქალები, რომლებიც სარგებლობენ/არ სარგებლობენ ქალთა ოთახის სერვისით.